29 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
პრემიერის მტკიცებით, კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში სასურსათო მომარაგების კუთხით ქვეყანაში უკეთესი სიტუაცია იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს. პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყანა, მეორე ტალღის შემთხვევაში, სასურსათო უზრუნველყოფას უკეთესად მომზადებული შეხვდება.

პრემიერის თქმით, სასურსათო რეზერვები ჯერ კიდევ არსებობს, არანაირი პრობლემა ამ მხრივ არ იქნება, თუმცა მუშაობა გრძელდება.

"რაღაც მოდელები წინასწარ თანამშრომლობის, ერთობლივი მუშაობის ბიზნესთან, კონკრეტულ კომპანიებთან უკვე დავალაგეთ, მაგრამ ასევე სახელმწიფოს მხრიდან, რეზერვების შექმნის უფრო დამოუკიდებლად რომ ვიმოქმედოთ, აქაც უკვე გარკვეული სქემები გვაქვს.

რეზერვები დაგროვილი ჯერ კიდევ არსებობს და ჩვენ ამ მუშაობას ვაგრძელებთ. მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებულები ვიქნებით. 

რაც შეეხება ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფას, აქ არანაირი პრობლემები არ იქნება, როგორც ამ კრიზისის დროს, რომელიც იყო აბსოლუტურად მოულოდნელი. 

დაახლოებით 1-2 საათის განმავლობაში რამდენიმე მსხვილი სუპერმარკეტის დახლებზე იყო პატარა დეფიციტი, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, მაგრამ იყო ასეთი შემთხვევები და ამაზე ხდებოდა სწრაფი რეაგირება და ეს დახლები ივსებოდა. უკეთესი მზაობა გვექნება ამ ნაწილში, მეორე ტალღის შემთხვევაში,“ - აცხადებს გიორგი გახარია.

დღის ამბები