29 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხების სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას - პრემიერი  

სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხების სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობას კონკრეტული დეველოპერებისა და მშენებლებისთვის გეგმა უკვე შემუშავებული აქვს. 

"ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა დეველოპერებისთვის და მშენებლებისთვის. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ კომპანიების დასახმარებლად. ეს არის იმ ჩვენი მოქალაქეების დახმარება, რომლებსაც ან გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბინა შეიძინონ და ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ, ან უკვე ამ პროცესში შესულები არიან, უკვე გადაწყვეტილი აქვს ან პირველადი შენატანი აქვს გადახდილი, ან უკვე დაიწყო სამშენებლო კომპანიასთან მუშაობა და მათი ბინა სამშენებლო ეტაპზეა. ყველა ასეთი რისკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაზღვეული, აბსოლუტურად ყველა რისკი, დღეიდან და წლის ბოლომდე.

სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხების სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია ამბობს, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირება კეთდება იმისთვის, რომ არ გაჩნდეს რისკები და ადამიანები ბინების გარეშე არ დარჩნენ.

"იმისთვის, რომ მოხდეს სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა, რომ არ მივიღოთ ისეთი შედეგი, როგორიც გვქონდა 2008 წლის კრიზისის შემდგომ, როდესაც დღემდე არის ქალაქში შემორჩენილი ჩონჩხებად დარჩენილი მშენებლობები. ბევრი ვიბრძოლეთ ჩვენ იმისთვის, რომ დღგ-ს შეღავათი გავუკეთეთ 2008 წლამდე ნებართვებით გაცემულ მშენებლობებს, თბილისის მერიამ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები, კონკრეტულ პროექტებში შევიდა, რომ ეს უბინაოდ დარჩენილი, უბრალოდ, კომპანიების და მათ შორის, მთავრობის მიერ გადაგდებული ადამიანებისთვის საბინაო უზრუნველყოფის პრობლემა საბოლოოდ მოეგვარებინა. აი, ასეთი რისკი რომ არ შეიქმნას, სწორედ ამიტომ კეთდება ეს," – განაცხაადა პრემიერმა. 

 

დღის ამბები