ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში მომუშავე პირები კუთვნილი ხელფასების მიღებას ითხოვენ. ისინი ოთხი თვის განმავლობაში სხვადასხვა სამუშაოზე მუშაობდნენ, თუმცა, როგორც მუშები ამტკიცებენ, მათ ბოლო თვეების ხელფასი არ მიუღიათ. კომპანიამ კი, არაერთი დაპირების მიუხედავად, თანხა არ ჩაურიცხა.
კომპანია "დაგის" წარმომადგენლები მუშების ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ კუთვნილი ხელფასი მათ მომდევნო თვის დასაწყისში დაერიცხებათ.