პროტესტი ბათუმის მერიასთან - თურქეთში თვითდასაქმებულმა ქართველებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი მოითხოვენ სახელმწიფომ თვითდასაქმებულად აღიაროს და მათზეც გასცეს კომპენსაცია.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ძირითადად საქართველოს მოსაზღვრე რეგიონში იყვნენ დასაქმებული სხვადასხვა ობიექტზე, პანდემიის დროს კი მათი ობიექტები დაიხურა, საზღვრები ჩაიკეტა და შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები.