29 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
არც ერთი დღე, მიუხედავად უდიდესი რისკებისა, ტრანზიტი საქართველოს გავლით არ შეჩერებულა - გიორგი გახარია

პრემიერ მინისტრმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას სატვირთო გადაზიდვებზე ისაუბრა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად დიდი რისკებისა ტრანზიტი საქართველოს გავლით არც ერთი დღით არ შეჩერებულა.

"მინდა ცალკე გამოვყო სატვირთო გადაზიდვები. სატვირთო გადაზიდვები საქართველოს ეკონომიკისთვის არა მხოლოდ მომარაგებისთვის, ახლა მე არ ვსაუბრობ ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების მომარაგებისთვის, ეს არის პროდუქტი, ფქვილი, ეს არის შაქარი, წამლები და კიდევ ბევრი რამ.

არა, ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია, რომლის უბრალოდ ხელიდან გაშვებაც, შეიძლება გამხდარიყო დიდი კონკურენტული პრობლემა, უბრალოდ ეს სატვირთო ნაკადები გადაეწყობოდა სხვა მიმართულებებით.

არ დაგვავიწყდეს ერთი რამ, რომ ეს, არის ათასობით სატვირთო მანქანა. არც ერთი დღე, მიუხედავად უდიდესი რისკებისა, ტრანზიტი საქართველოს გავლით არ შეჩერებულა. დღეში ეს არის ათასზე მეტი სატვირთო მანქანა. ეს დღეში ნიშნავს მინიმუმ 2 000-ზე მეტ მძღოლს, რომელიც უაღრესად მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნებიდან შემოდიოდა და შტაბმა შეძლო ამ პროცესის მენეჯმენტი ისე, რომ ქვეყანას ინფექციის აფეთქების და გავრცელების რისკი არ შექმნოდა.

თუმცა, მოგეხსენებათ, არ ვერ გამოვიდა ხარვეზების გარეშე, რამდენიმე შემთხვევა გვქონდა ქართველი მძღოლების მიერ ინფექციის შემდგომი განვითარების, ბოლო იყო ზუგდიდში, მაგრამ დღეს ეს პრობლემაც მეტნაკლებად მოგვარებულია," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები