29 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მძღოლები კონდინციონერებს ვერ ჩართავენ, მოუწევთ გადაადგილება ღია ფანჯრებით - კახა კალაძე

მუნიციპალურ ტრანსპორტში, რომელიც მუშაობას 29 მაისიდან სრულად განაახლებს ვითარებას მერიის სამსახურები გააკონტროლებენ. სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება. ასევე აუცილებელ პირობად რჩება ტრანსპორტის განიავება. 
ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მძღოლები კონდინციონერს ვერ ჩართავენ და მათ მოუწევთ გადაადგილება ღია ფანჯრებით. დეტალებზე დღეს დედაქალაქის მერმა ისაუბრა.

კახა კალაძის განცხადებით, ორშაბათიდან თბილისის ათივე რაიონში ყველა მუნიციპალური სერვისის მიწოდებაც აღდგება.

"ზეგიდან, უკვე 29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც მეტრო, მუნიციპალური ავტობუსები და მიკრო ავტობუსები აღდგება და დაიწყებს მუშაობას. როგორც მეტროში, ავტობუსებში და მიკრო ავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ჩვენ ამას გავუწევთ ზედამხედველობას, კონტროლს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კონდიცირება ჩართული, ფანჯრები ღია, რომ მაქსიმალურად ნიავდებოდეს ჰაერი. ორშაბათიდან ყველა მიმართულებით, ათივე მუნიციპალური სერვის ცენტრი, ათივე გამგეობაში დაიწყებს მუშაობას,“ - განაცხადა კახა კალაძემ.  

დღის ამბები