29 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება, მათ შორის მეტრო

გიორგი გახარიას განცხადებით, 29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელი იქნება წესების დაცვა, როგორიცაა პირბადის ტარება.

ამასთანავე, გახარიას განცხადებით, 1 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ბაზრობა,  მათ შორის, მოლები, ღია და დახურული მაღაზიები, ღია სახის რესტორნები.

8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის რესტორანი, ასევე სასტუმროები, ოღონდ მხოლოდ ისინი, რომელთაც ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვა ექნება. ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც.

დღის ამბები