3 ადამიანი ემსხვერპლა სროლას შეერთებულ შტატებში. ინციდენტი სამხრეთ კაროლინაში მოხდა. თავდამსხმელმა ცეცხლი ხსოვნის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გახსნა, რომელსაც 100-მდე ადამიანი ესწრებოდა. სროლის შედეგად დაშავდა 8 ადამიანი. თავდასხმის მოტივი უცნობია. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.