29 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
რუსეთის საგარეო უწყება "ღია ცის" შეთანხმების დარღვევაში საქართველოს ადანაშაულებს და გარკვეულ პირობას უყენებს

რუსეთი მზად არის საქართველოს საზღვრის გასწვრივ 10-კილომეტრიან ზონებში სადამკვირვებლო მისია იმ პირობით დაუშვას, თუ საქართველო რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე ფრენის ნებას მისცემს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს "ღია ცის" შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ცა შეთანხმების ფარგლებში რუსეთისთვის მთლიანად დახურულია. ოფიციალური მოსკოვი თბილისის პოზიციას დესტრუქციულს უწოდებს და საქართველოში ფრენების დაშვების სანაცვლოდ, საზღვრის გასწვრივ დამკვირვებლების დაშვების მზაობას გამოთქვამს.

რამდენიმე დღის წინ, შეერთებული შტატებმა რუსეთის მხრიდან დარღვევების გამო "ღია ცის" შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. დარღვევის ერთ-ერთ მაგალითად ვაშინგტონი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალთან სადამკვირვებლო ფრენების არდაშვებას ასახელებდა.

"ღია ცის" ხელშეკრულება 2002 წლიდან მოქმედებს და ის 35 წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელებას გულისხმობს.

დღის ამბები