29 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
წელს უკვე 3400-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი იქნა გამოცემული, აპრილში დაფიქსირდა 11 შემთხვევა ჩუმი განგაშის ღილაკის გამოყენების - შს მინისტრის მოადგილე

რამდენი შემაკავებელი ორდერია გამოწერილი ოჯახური ძალადობის ფაქტებზე 2020 წელს და ასრულებს თუ არა ის ეფექტურ როლს იმისთვის, რომ  ძალადობა აღკვეთილი იყოს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"შემაკავებელი ორდერი სახელმწიფოს ხელში არის ძალიან მოქნილი და ეფექტიანი მექანიზმი, რათა ოპერატიულად მოხდეს მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვა. იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით, 3400-ზე მეტი ორდერი იქნა გამოცემული პოლიციის მხრიდან," - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, გაზრდილი სტატისტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ცნობიერება იზრდება და საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია აქვს ოჯახური დანაშაულის შესახებ.

"როგორც შემაკავებელი ორდერების გამოცემის სტატისტიკა, ასევე ოჯახური დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება, აქ პოზიტიური ელემენტებიც შეიძლება დავინახოთ იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად, წლიდან წლამდე გარკვეული სტერეოტიპები, რაც აქვს საზოგადოებას, ცნობიერება იმატებს," - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიამ განსახვავებულ რეალობაში ჩააყენა არა მარტო შსს, არამედ სხვა უწყებებიც, ნინო ცაციაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი იყო ძალადობის დანაშაულებთან დაკაშირებით მომართვიანობის შენარჩუნება:

"ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ ეს მომართვიანობა შენარჩუნებულიყო, კერძოდ შეტყობინებები დავუგზავნეთ მოსახლეობას ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე სადაც ძალიან დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ იმის შესახებ რას ნიშნავს ძალადობა და როგორ უნდა მოგვმართონ, ამან ციფრებში გამოხატული შედეგი მოგვცა, მათ შორის 112-ის ჩუმი განგაშის ღილაკის გამოყენებით, აპრილის მეორე ნახევარში დაფიქსირდა 11 შემთხვევა ჩუმი განგაშის გამოყენების," - აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.

დღის ამბები