ზუგდიდში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ორივე მათგანი თეთრიწყაროს კლასტერის წევრია და Covid-19 რამდენიმე კვირის წინ დაუდგინდათ.
რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით, მათ განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდათ, რომელმაც უარყოფითი შედეგი აჩვენა. შესაბამისად, ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი სრულად გამოჯანმრთელებულად ითვლება. მათ კლინიკიდან ხვალ გაწერენ და სავარაუდოდ, საკარანტინო სივრცეში ან თვითიზოლაციაში გადაიყვანენ.
ამჟამად რუხის კლინიკაში 11 ინფიცირებული პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.