29 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
კოვიდინფექციის გავრცელების ახალ წითელ ზონად, შესაძლოა, სამხრეთ ამერიკა იქცეს - ჯანმო

ამ წუთისთვის მსოფლიოში კორონავირუსის 5 მილიონ 600 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. გარდაცვლილია 350 ათასი ადამიანი.

პანდემიის ეპიცენტრად კვლავ შეერთებული შტატები რჩება, სადაც გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 100 ათასს გადასცდა. 

კორონავირუსის მსოფლიო რუკაზე მეორე ადგილზეა ბრაზილია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კოვიდინფექცის გავრცელების ახალ წითელ ზონად, შესაძლოა, სამხრეთ ამერიკა იქცეს.

რთული მდგომარეობაა საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც: რუსეთი მთელ მსოფლიოში მესამე ადგილზეა დაავდებულების რაოდენობით, ფედერაციაში კოვიდ-19, ბოლო 24 საათში, 9 ათასამდე ადამიანს დაუდგინდა . სომხეთი ინფიცირების შემთხვევებით რამდენიმე დღეა, კვლავ ანტირეკორდს ამყარებს. მარტო დღეს იქ 289 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

მზარდია სტატისტიკა თურქეთშიც , სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 158 ათასს მიაღწია.
ბოლო 24 საათში უკრაინაში ინფიცირებულთა რიცხვი 339-ით , აზერბაიჯანში კი 132-ით გაიზარდა. 

დღის ამბები