29 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
წინ მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანა ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე წინ მიიწევს.  ამის შესახებ გიორგი გახარია "ტვიტერში" ოფიციალურ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში,  თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა.

"საქართველოში დამოუკიდებლობის დეკლარაციის 102 წლის იუბილეს ვზეიმობთ. ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, წინ მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით," - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

დღის ამბები