29 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
გიორგი გახარია პარლამენტში პრემიერის რანგში პირველად, ზედიზედ სამჯერ მივა - ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება

პირველად და ზედიზედ 3-ჯერ, პრემიერის რანგში გიორგი გახარია დეპუტატებთან მისასვლელად ემზადება. პირველად - თავისი ნებით, მეორედ ოპოზიციის მოთხოვნით, მესამედ კი წლიური ვალდებულებით. ბოლოს პარლამენტის დარბაზში ის მაშინ იყო, როდესაც საკანონმდებლო ორგანომ მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე ნდობა გამოუცხადა. მას შემდეგ კი ბევრი კითხვა დაგროვდა, განსაკუთრებით კი პანდემიის პერიოდში. ამ კითხვებისა და სავარაუდო პასუხების გავითვალისწინებით შესაძლებელია დასკვნა, რომ პოლარიზება ქართული პოლიტიკის მთავარ ნარატივად რჩება.

ყველაზე მწვავე კითხვებისთვის ოპოზიცია არა ხვალ, არამედ 29 მაისისთვის, ინტერპელაციის დღეს ემზადება, რა დროსაც მათ პრემიერთან განმარტოვების მეტი თავისუფლება ექნებათ. გახარიას ოპონენტების თქმით ქვეყანაში ბევრი საკვანძო მოვლენა იყო, რა დროსაც მას საზედამხედველო ორგანოში ელოდნენ. უმუშევრებისა და თვითდასაქმებულებისთვის დაპირებულ დახმარებებზე, დაკორექტირებულ ბიუჯეტზე, შესუსტებულ საგარეო იმიჯზე, 8 მარტის შეთანხმების ბედსა და კიდევ ბევრ საკითხზე კითხვებთან ერთად ოპოზიციის დამოუკიდებელ ნაწილს პრემიერთან შენიშვნებიც დაუგროვდა.

მმართველ გუნდს პრემიერთან ბევრი კითხვა არ აქვს, არც თუ ისე უმიზეზოდ. ამბობენ, რომ მთავრობის ნაბიჯებზე წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები და გახარიას როლს პანდემიასთან ბრძოლის ამბავში ცალსახად დადებითად აფასებენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი თვლის,რომ თუ პლენარულ სესიაზე ღია კითხვები დარჩება უმრავლესობა მას აუცილებლად დასვამს. "ოცნება" იმედოვნებს, რომ ოპოზიციას ხვალინდელ კალენდარში მხოლოდ კონსტრუქციული გეგმები აქვს.

ჩვეულ ცხოვრებას დაბრუნებულ პარლამენტში გახარია სესიას სიტყვით გამოსვლით გახსნის, რასაც კითხვა-პასუხი მოჰყვება. ღიად დარჩენილი კითხვების ან არადამაკმაყოფილებელი პასუხების შემთხვევაში შეკითხვების განმეორების საშუალება ოპოზიციას 29 მაისსა და ივნისის ბოლოს ექნება.

დღის ამბები