29 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
მჯერა საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის სიმყარის - ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. უკრაინის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილით ქართველ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

"თქვენო აღმატებულებავ! მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
 
დიდად ვაფასებ რა ათასწლოვან ისტორიულ კავშირებსა და ამჟამინდელ მჭიდრო ურთიერთობებს ჩვენს სახელმწიფოებს შორის, მინდა განვაახლო საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მყარი მხარდაჭერა. ასევე, თქვენს ქვეყანას ვუსურვო წარმატებული სვლა ევროკავშირსა და ნატოში სანუკვარი წევრობისკენ.
 
დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარი თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ამჟამინდელ რთულ პერიოდში საქართველომ და უკრაინამ უნდა განაგრძონ სოლიდარობისა და ურთიერთმხარდაჭერის დემონსტრირება.
 
მე მჯერა, საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის სიმყარისა და ჩვენი ხალხების სიბრძნისა.
 
თქვენო აღმატებულებავ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გისურვოთ ყოველგვარი წარმატებები თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში საქართველოს საკეთილდღეოდ, ხოლო მეგობრულ ქართველ ხალხს - მშვიდობა და კეთილდღეობა," - აღნიშნულია ვოლოდიმირ ზელენსკის მისალოც წერილში.

დღის ამბები