რუსეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი აღლუმი 24 ივნისს გაიმართება. გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინმა მიიღო. აღლუმი 9 მაისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.
ქვეყნის მთვარობის გადაწყვეტილებით, აღლუმის დროს უსაფრთხოების ყველაზე მკაცრი ზომები იქნება დაცული, რომ კოვიდ ინფექციის გავრცელების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.