30 ნოემბერი 2024,   00:55
ვრცლად
ჩვენი გულწრფელი მილოცვა საქართველოს მეგობრულ ხალხს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით - უკარაინის საგარეო უწყება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ის მეშვეობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"ჩვენი გულწრფელი მილოცვა საქართველოს მეგობრულ ხალხს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით! მშვიდობის, კეთილდღეობისა და წარმატების საუკეთესო სურვილებით,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღეს 26 მაისია - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 1918 წელს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა და დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ისტორიული მოვლენა თბილისში გოლოვინის, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში მოხდა.

დღის ამბები