30 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
ბრიტანული BBC ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახურ სკანდალს ეხმაურება

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახურ სკანდალს ბრიტანული "ბიბისი" ეხმაურება. გამოცემის ცნობით, 28 წლის ჩოგბურთელს ბრალი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ედება. "ბიბისი" წერს, რომ შემთხვევა არასრულწლოვანის თვალწინ მოხდა.

გამოცემა ნიკოლოზ ბასილაშვილის ფეისბუქ სტატუსსაც აქვეყნებს, სადაც მსოფლიოს 27-ე ჩოგანი გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ბასილაშვილის შესახებ წერს გამოცემა "დეილი მეილიც". სტატიაში ნათქვამია, რომ ჩოგბურთელი ყველა ბრალდებას უარყოფს. სასამართლო პროცესი კი 16 ივლისს არის ჩანიშნული.

შეგახსენებთ, ცნობილ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.

დღის ამბები