29 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
დაკითხვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამართალდამცავის მხრიდან მოხდა გიორგი რურუასთვის  იარაღის ჩადება - დიმიტრი საძაგლიშვილი

გიორგი რურუას სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. ერთ-ერთი მოწმე სწორედ ის სამართალდამცველი იყო, რომელიც რურუას დაკავების და ჩხრეკის პროცესში უშუალოდ მოანწილეობდა. 

გიორგი რურუას უფლებადამცველის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მოწმე ბექა სამხარაძემ იარაღის შესახებ ინფორმაცია დაგუგლა და პროცესზე ისე მივიდა.

"მახარაძის დაკითხვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორედ სამართალდამცავის მხრიდან მოხდა გიორგი რურუასთვის ცეცხლსასროლი იარაღის ჩადება. ასევე საინტერესოა, რომ მისი განცხადებით, 10 დღის წინ ინფორმაციას ეძებდა ჩადებულ ცეცხლსასროლ იარაღზე და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაგუგლული მოვიდა სასამართლო პროცესზე,"- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

საქმის პროკურორის ვასილ სამხარაძის განცხადებით კი, პროცესზე დღეს სწორედ ის მოწმე დაიკითხა, რომელმაც გიორგი რურუას ჩხრეკა ჩაატარა.

"დღეს ორი მოწმე დავკითხეთ. ერთ-ერთი ბექა მახარაძეა, რომელმაც გაჩხრიკა რურუა. მან ზუსტად აღწერა, როგორ გაჩხრიკა გიორგი რურუა და როგორ აისახა ოქმში ეს გარემოებები,"- განმარტა პროკურორმა ვასილ სამხარაძემ.

დღის ამბები