29 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
საია პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ შეზღუდვების შესახებ კანონპროექტს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

პარასკევს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონპროექტს, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პარლამენტის გარეშე გარკვეული შეზღუდვების დაწესების უფლებით აღმასრულებელი ხელისუფლება განუსაზღვრელ უფლებებს იძენს, რაც მათივე შეფასებით, არაკონსტიტუციურია.

"გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ უფლების შეზღუდვა ხდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევას.

იმავდროულად, შრომის თავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ კანონით, ანუ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე შეიძლება ხდებოდეს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს რეგულაცია ანიჭებს მთავრობას განუსაზღვრელ უფლებამოსილებას. რეალურად პარლამენტი არის რეგულაციის მიღმა დატოვებული და შესაბამისად, ეს საკანონმდებლო ცვლილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას," - განაცხადა "საია-ს" იურისტმა გიორგი გოცირიძემ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილბები 22 მაისს, სამი ხმაურიანი მოსმენის შემდეგ ამოქმედდა. მას მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ახალი კანონპროექტი მთავრობას აძლევს შესაძლებლობას, პარლამენტის გვერდის ავლით, ქვეყანაში დააწესოს შეზღუდვები. აღნიშნული კანონპროექტი დროებითი ნორმაა და ის 15 ივლისამდე გაგრძელდება.

დღის ამბები