29 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
პლაზმით მკურნალობამ შედეგი გამოიღო - 80 წლის კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მყოფი სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მათგან ერთ-ერთის, 80 წლის ქალის მკურნალობა პლაზმოთერაპიის მეშვეობით მოხდა, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო.

"3 მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია დასტაბილურებულია. დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა, პირიქით, გარკვეულწილად, ლაბორატორიული მონაცემებით, დინამიკა გაუმჯობესებულია და პროგნოზი სამივე პაციენტთან კეთილსაიმედო უნდა იყოს. 
მათგან ერთ-ერთ პაციენტს, ვისი ასაკიც 80 წელზე მეტია, ჩაუტარდა დიალიზი. ეს ის კრიტიკული პაციენტია, რომელთანაც ჩატარდა ყველა შესაძლო სიახლე მკურნალობაში, რომელმაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და 80 წელს გადაცილებული ქალბატონის პროგნოზი კეთილსაიმედოა. გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმით მკურნალობაზეა ლაპარაკი,"-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები