29 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
კორონავირუსისგან პაციენტების 72% გამოჯანმრთელდა - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი საკარანტინო სივრციდანაა და უკვე არსებული პაციენტის კონტაქტია. 

მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ 4 ახალი გამოჯანმრთელებული პაციენტიდან ერთი თბილისის ინფექციური კლინიკიდანაა. მისივე ინფორმაციით, უკვე პაციენტების 72%-ია გამოჯანმრთელებული.

"გამოჯანმრთელებულების რაოდენობა პროცენტულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის 72%. ამ ეტაპზე, 193 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში და ეს, დაახლოებით, 26%-ია, მეტი არა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა საკმაოდ სოლიდურია, თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე სტაციონარში მკურნალობაზე მყოფი პაციენტები.

ეს ერთი ახალი შემთხვევა არის საკარანტინო ზონიდან.დადასტურებულთან კონტაქტი.
ჩვენ გვყავდა 35 , 1 გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე გვრჩება 34 დადასტურებული პაციენტი. ახალი ჩვენთან არ შემოსულა,"-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები