ჰონდურასის ციხეში დაპირისპირებას 6 პატიმარი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარმა ყურადღების გადატანის მიზნით ცეცხლი გააჩინა, შემდეგ კი ციხის სპორტულ დარბაზში 6 მსჯავრდებულს დაესხა თავს.
დაღუპული პატიმრები ციხეში ახალი გადაყვანილები იყვნენ. დაპირისპირების მიზეზს საგამოძიებო ორგანო ადგენს.