29 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება - ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა შეზღუდვებს ხსნის

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 28 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე 14 პირი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.

37-მდე გაიზარდა ინფიცირების შემთხვევების რიცხვი ოკუპირებულ ცხინვალში. დღეიდან რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაიწყებს მუშაობას, გაიხსნება კაფეები, რესტორნები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, სპორტული დაწესებულებები, ბიბლიოთეკები და სასტუმროები.

დღის ამბები