29 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ ჰონგ-კონგში მასშტაბური საპროტესტო აქცია პირველად გაიმართა

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ ჰონგ-კონგში მასშტაბური საპროტესტო აქცია პირველად გაიმართა. ქუჩაში შეკრებილი დემონსტრანტები პეკინის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რაც ეროვნული უსაფრთხოების კანონების ჰონგ-კონგზე გავრცელებას გულისხმობს.

ჰონგ-კონგის ხელისუფლების განმარტებით, ახალი კანონი მეგაპოლისის ავტონომიას არ ზღუდავს, თუმცა მოსახლეობის აზრით, აღნიშნული კანონის მიღება ოფიციალური პეკინის გავლენას გააძლიერებს.

პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვები არ დაერღვიათ, რის შემდეგაც მათ საპროტესტო აქცია ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს.

დღის ამბები