29 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მზადყოფნას გამოთქვამს, ვუჰანში საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი დაუშვას

ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მზადყოფნას გამოთქვამს ვუჰანში საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი დაუშვას.

ჯგუფს, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უხელმძღვანელებს, გამოძიების დამოუკიდებლად წარმართვის უფლება ექნება, თუმცა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შედეგის მიუხედავად, ჩინეთი მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადახდას არ აპირებს. მისივე თქმით, გამოძიება უნდა დაეფუძნოს მეცნიერებას და არა პოლიტიკას.

"გამოძიება უნდა ჩატარდეს მეცნიერული კვლევების საფუძველზე და არა პოლიტიკურ ჭრილში, ასევე მნიშვნელოვანია მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უხელმძღვანელოს. ჩვენი მთავარი მიზანია აღნიშნულმა გამოძიებამ ხელი შეუწყოს სამომავლოდ ვირუსის გავრცელების დროულ შეჩერებას, ვიდრე ეს "კოვიდ 19"-ის შემთხვევაში მოხდა," - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან აიმ.

დღის ამბები