განსაკუთრებით მზარდია კორონავირუსუთ ინფიცირების შემთხვევები ბრაზილიაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, თუ ქვეყანაში შეზღუდვების მკაცრი ფორმები არ ამოქმედდება, შესაძლოა, სიტუაცია გაცილებით მეტად გართულდეს, ვიდრე ახლაა.
რაც შეეხება ამერიკას, შეერთებულ შტატებში კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალების შემთხვევათა რაოდენობა 100, 000-ს მიუახლოვდა. "ნიუ-იორკ თაიმსმა" გამოცემის პირველ გვერდზე გარდაცვლილ ამერიკელთა სახელი და გვარები დაბეჭდა.