29 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
ონისა და ნამახვანის ჰესების კასკადების ნებართვების გაუქმების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა - რაჭის მოსახლეობამ პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად ონისა და ნამახვანის ჰესების კასკადების ნებართვების გაუქმება მოითხოვა. მათი განცხადებით, რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობა დიდ ეკოლოგიურ ზიანს გამოიწვევს.

"ვაპროტესტებთ რაჭასა და ლეჩხუმში დიდი ჰესების მშენებლობას, მოვითხოვთ მთავრობისაგან ამ ნებართვების გაუქმებას. ასევე მოვითხოვთ, რომ შესრულდეს ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირება, რომელიც სწორედ დიდი ჰესების მშენებლობის საკანონმდებლო დონეზე აკრძალვას გულისხმობდა," - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

დღის ამბები