რუსეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8, 599 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 344 400-ს გადააჭარბა.
ქვეყანაში მთლიანობაში ვირუსს 3, 541 ადამიანი ემსხვერპლა. გასულ კვირასთან შედარებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის შემთხვევები შემცირდა.
რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ მურაშკოს განცხადებით, კლინიკური ცდები გრძელდება და კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი ხაფხულში შეიქმნება.
"კლინიკური ცდები კვლავ გრძელდება, ყველაფერი წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, ჩვენი ვარაუდით კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნას ზაფხულში, უფრო ზუსტად რომ ვთქვა ივლისის ბოლოს დავასრულებთ,"- განაცხადა მიხაილ მურაშკომ.