29 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილი მზრუნველია ოჯახის მიმართ, მას დანაშაული არ ჩაუდენია - ადვოკატი

ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ერთი-ერთი ადვოკატის მალხაზ სალაყაიას განცხდებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია.

"პროკურატურა, როგორც ყოველთვის ცდილობდა დასაბუთებას იმისას, რომ მათ მიერ მოთხოვნილი აღმკვეთის ღონისძიება - პატიმრობა დაეკმაყოფილებინა სასამართლოს. თუმცა თვითონ ნიკოლოზ ბასილაშვილის პიროვნებიდან გამომდინარე და ის, რომ არის საკმაოდ წარმატებული და ოჯახის მიმართ მზრუნველი პიროვნება, ეს მტკიცებულებები ბრალდების მხარესაც ჰქონდა, წარდგენილი იყო დაცვის მხარის მიერაც, შესაბამისად გაზიარებულ იქნა დაცვის მხარის პოზიცია. მას აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია," - აღნიშნა სალაყაიამ.    

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

დღის ამბები