29 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
ბათუმში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ბოლო ორმა პაციენტმა კლინიკა "მედალფა" ტაშის ფონზე დატოვა

ბათუმში COVID ინფიცირებული ბოლო ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა - ორივე გამოჯანმრთელებული შუახნის ქალია, მათ კლინიკა "მედალფა" რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.

პაციენტები მედპერსონალმა სიმბოლურად, ტაშის თანხლებით გააცილა. ისინი პროტოკოლის შესაბამისად 2 კვირით კარანტინში დარჩებიან.

აჭარაში ამ ეტაპზე არცერთი ინფიცირებული აღარ რჩება და რეგიონმა მწვანე ზონის სტატუსი დაიბრუნა. 30 აპრილის შემდეგ ასეულობით პირს ჩაუტარდა ინფექციაზე ტესტი, თუმცა ახალი კორონავირუსი არ დადასტურებულა.

დღის ამბები