29 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
აშშ-მა დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის გაზრდისკენ - აშშ-ის საზღვაო ინსტიტუტი

"შეერთებულმა შტატებმა დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის გაზრდისკენ" - ამ შინაარსის ვრცელ სტატიას აშშ-ის საზღვაო ინსტიტუტი ავრცელებს.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე ამერიკული ბაზის შექმნა საქართველოში არარეალისტურია, არა მხოლოდ ლოჯისტიკური სირთულეების გამო, არამედ იმიტომ, რომ "ამერიკული ბაზა ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, ოკუპანტი რუსული ჯარების სიახლოვეს უადგილო პროვოცირებას გამოიწვევს" - წერს სტატიის ავტორი.

როგორც ლეიტენანტი გრეის ჰოვარდი აცხადებს, ამერიკელმა სამხედროებმა უნდა გააგრძელონ ქართული ჯარების წვრთნა, გააუმჯობესონ დაზვერვის ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობები, ხელი შეუწყონ საქართველოს მცირერიცხოვანი შეიარაღებული ძალების განვითარებას.

დღის ამბები