29 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
რა მოხდა მომავალში ვერ ვიტყვი, თუმცა ენმ-ს უნდა საზოგადოებას პოლიტიკური თამაში მოახვიოს თავს - გიორგი ვოლსკი რურუას საქმეზე

ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა "ღამის კურიერში" განაცხადა, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი ოპოზიციისთვის საბაბია.

თეა წულუკიანის ამ განცხადებას ოპოზიციური სპექტრი გამოეხმაურა. მათ იუსტიციის მინისტრს კიდევ ერთხელ განუმარტეს, თუ რას გულისხმობს შეთანხმების ორივე ნაწილი და რატომ უნდა შესრულდეს ის. თუმცა მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გიორგი რურუას საკითხს სასამართლო იხილავს და მთავრობა მის გადაწყვეტილებებში ვერ ჩაერევა.

"რურუას საკითხს სასამართლო იხილავს და სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში. რა მოხდა მომავალში ამას ვერ ვიტყვი, თუმცა ყველამ ვიცით, რომ არის სასამართლო და არის კონკრეტული ბრალდება."ნაციონალურ მოძრაობას" უნდა, რომ პოლიტიკური თამაშის წესი თავს მოახვიოს საზოგადოებას. ეს არის რეალობა,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

ვიცეპრემიერმა თეა წულუკიანმა "ღამის კურიერში" განაცხადა, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი ოპოზიციისთვის საბაბია. მისთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა დაუჭიროს ოპოზიციამ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს. იუსტიციის მინისტრმა "რუსთავი 2-ის" ეთერში ისიც თქვა, რომ პრეზიდენტის შეწყალების გადაწყვეტილების შესახებ იმ დღეს შეიტყო, როდესაც ეს სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ განაცხადა.

დღის ამბები