29 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
ხელის დამუშავება 70%-იანი სპირტის ხსნარით იმუნური სისტემის დასუსტებას არ იწვევს - ამირან გამყრელიძე 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ რეგულარულად სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება ადამიანის იმუნური სისტემაზე არანაირ უარყოფით გავლენას არ ახდენს. განცხადება ამირან გამყრელიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში გააკეთა.

"ის, რომ იმუნური სისტემა დაასუსტოს, იმას ძალიან სხვა ტიპის ორგანიზმზე ზემოქმედება სჭირდება. ეს ხელის დამუშავება 70%-იანი სპირტი სადაც შედის, ეს არავითარი იმუნური სისტემის დასუსტებას არ გამოიწვევს,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები