29 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
მე მათ ადგილზე უფრო მეტად მოვუსმენდი ქართული საზოგადოების გულისფეთქვას - თეა წულუკიანი საერთაშორისო პარტნიორებზე

"ღამის კურიერის" წამყვანმა ირაკლი იმნაიშვილმა ვიცეპრემიერ თეა წულუკიანს ჰკითხა, რატომ ახერხებს ქართული ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან უკეთეს კომუნიკაციას, ვიდრე მმართველი გუნდი.

თავის მხრივ, თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ საერათაშორისო პარტნიორებთან ხელისულფებას ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს.

გარდა ამისა, წულუკიანმა აღნიშნა, რომ სასურველი იქნებოდა პარტნიორები ქართველი ხალხის მოსაზრებებით რომ დაინტერესდებოდნენ, ვიდრე ოპოზიციის.

"ჩვენი დიპლომატიური კორპუსი ძალიან კარგად მუშაობს. მე თვითონ მათი ნაწილი ვარ. ისინი კარგად მუშაობენ. მაგრამ "ქართული ოცნების" მმართველობის სტილი არის რა - ჩვენ არ გვინდა ქვეყანაში დაძაბულობა. ჩვენ ქვეყანაში ვერ დავუშვებთ დესტაბილიზაციას. ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ქვეყანაში ძმამ ძმა მოკლას კიდევ ერთხელ, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ოკუპანტმა კიდევ ერთხელ დაქოქოს ტანკი.

ოპოზიცია უფრო წარმატებულად ვერ აწარმოებს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას, იმიტომ რომ იუსტიციის სამინისტრო საქართველოში ამერიკის იუსტიციის მინისტრთან უმაღლეს დონეზე თანამშრომლობს. ბატონი კიზინგერი და სხვები, რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრებიც არიან, მაგრამ მათ სჯერათ, რომ სჯობია ეს ხალხი იყოს გარეთ. ერთადერთი, რაზეც მე, როგორც პროდასავლელ იუსტიციის მინისტრს, გული მწყდება, არის რა, მე რომ ვიყო მათ ადგილას, ეჭვიც არ მეპარება, რომ მათ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო უნდათ, მაგრამ მე მათ ადგილზე  უფრო მეტად მოვუსმენდი ქართული საზოგადოების გულისფეთქვას," - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები