29 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
2017 წელს თანამდებობაზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეებთან გასაუბრება დასრულდა

იუსტიციის საბჭოს სხდომაზე 2017 წელს თანამდებობაზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეებთან გასაუბრება დასრულდა.

9-ვე მოსამართლე უვადოდ დაინიშნა. საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის კითხვის ნიშნებს განსაკუთრებით ერთ-ერთი კანდიდატის, ნინო მამულაშვილის არჩევა აჩენს.

მამულაშვილი პარლამენტის წევრის, დავით მათიკაშვილის მეუღლეა.

"პირველი ეტაპი, როდესაც რამდენჯერმე ნინო მამულაშვილი იყო კანდიდატი იუსტიციის საბჭოში და შემდეგი ეტაპი, როდესაც ის დაინიშნა იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლედ. მოხდა თუ არა რაიმე ისეთი რადიკალური ცვლილება, გარდა იმისა, რომ მისი მეუღლე იყო უკვე 2016 წლის შემდეგ საქართველოს პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირი. ამის გარდა, სხვა რამე ხომ არ მოხდა, რამაც განაპირობა იუსტიციის საბჭოს მიერ საკუთარი გადაწყვეტილებების ცვლილება,“ - განაცხადა ანა დოლიძემ. 

დღის ამბები