29 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
ირაკლი ფარჯიანის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გადაიდო - ქართველი ფერმწერი დღეს 70 წლის გახდებოდა

პანდემიის გამო ირაკლი ფარჯიანის იუბილესადმი მიძღვნილი ახალი გამოფენა გადაიდო, თუმცა მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში მის შემოქმედებას მთელი დარბაზი ეთმობა.

44 ნამუშევარი, როგორც ფერწერულ, ისე გრაფიკულ სერიებს მოიცავს. გარდა ამისა, მუზეუმის საცავში ფარჯიანის 27 ტილოა დაცული.

ფარჯიანის მხატვრობის ძირითადი ხაზი სახარების თემატიკაა. ასე დაიწყო მისი შემოქმედება და მას აღარც დაშორებია. ქართველი ფერმწერი დღეს 70 წლის გახდებოდა.

ხელოვნებათმცოდნეები იმ მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ საუბრობენ, რომელიც მხატვარმა ქართულ კულტურას დაუტოვა.

ფარჯიანის სამყაროში მოგზაურობა ახლა ვირტუალურადაც შესაძლებელია. მხატვრის შვილის, სოფო ფარჯიანის ორგანიზებით შექმნილ საიტზე, გამოტანილია სიახლეები და მეტნაკლებად უცნობი ნამუშევრები, რომელთა ნაწილი ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

 

 

დღის ამბები