ძლიერი ქარის შედეგად ხულოს რაიონის რამდენიმე სოფელში 10-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა.
სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. ხულოს მერიაში განმარტეს, რომ შესაბამისი სამსახური უკვე სწავლობს ზარალის ოდენობას.