30 ნოემბერი 2024,   01:00
ვრცლად
NATO-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე, ხოლო ავსტრიაში ქეთევან ციხელაშვილი იქნება

საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში და ავსტრიაში ახალი ელჩები ეყოლება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა:

"ნატოში ალექსანდრე მაისურაძემ დაასრულა თავისი ვადა და მისი გამოცდილებას გამოვიყენებთ ჟენევაში, ხოლო მის ადგილს დაიკავებს ჟენევაში ჩვენი ელჩი ვიქტორ დოლიძე.

გვეყოლება ახალი ელჩი ვენაში, ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც სახელმწიფო მინისტრი გახლავთ, მისი გამოცდილება იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები