29 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე, საზღვრებზე კონტროლის შეზღუდვები ნარჩუნდება 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უქმდება. მკაცრი რეჟიმის მოხსნასთან ერთად მსუბუქდება გარკვეული შეზღუდვებიც. მათ შორის, მსუბუქ ავტომობილში გადაადგილების დროს დასაშვები იქნება სამზე მეტი პირის ყოფნა. ეს არ ეხებათ ტაქსებს.

ასევე, ხელისუფლება იძულებულია, მოსახლეობის უსაფრთხოების გამო, გარკვეული შეზღუდვები შეინარჩუნოს, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების თვალსაზრისითაც.

"ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვართ იძულებული, შევინარჩუნოთ გარკვეული სახის შეზღუდვები. მაგალითად,  გარკვეული ეკონომიკური საქმიანობების, სამოქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების, სპორტული და კულტურული ღონისძიებების, საზღვრებზე კონტროლის. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველო თუ არის წარმატებული "კოვიდთან" ბრძოლაში, "კოვიდის" გავრცელებასთან ბრძოლაში, წარმატებული არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გადავდგით დროული, პრევენციული ნაბიჯები,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები