29 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, საკმარისია, რომ ნატოში მივიღოთ - ადამ კიზინგერი

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი რუსულ ოკუპაციას ეხმაურება. კიზინგერის შეფასებით, ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, საკმარისია საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა "ამერიკის ხმასთან" 8 მარტის შეთანხმებაზეც ისაუბრა და მხარეებს მისი ბოლომდე შესრულებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, აუცილებელია არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება.

"შეთანხმება შედგა, რომლის დეტალებსაც ყველა მხარე ეთანხმებოდა. მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება სრულად შესრულდეს. არ დავიწყებ იმის განხილვას, რა გაკეთდა და არა, დემოკრატია რთულია, თუმცა ჩანს, რომ ყველა მხარე დგამს ნაბიჯებს რეალური პროგრესისკენ. გავაგრძელოთ წინსვლა იმაზე, რაც არის და არ არის შესრულებული. საბოლოო ჯამში, მოდით, შევასრულოთ შეთანხმება, წავიდეთ წინ და საკითხი საარჩევნო ყუთთან გადავჭრათ.

არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. უნდა უზრუნველვყოთ მისი თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება, რათა ყველას ჰქონდეს განცდა რომ მათი ხმა მნიშვნელოვანია და ისინი წარმოდგენილი არიან არჩევნებში. ეს არჩევნები იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი საქართველოს ურთიერთობებში ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან. ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, ჩემთვის საკმარისია იმისთვის, რომ საქართველო ნატოში მივიღოთ. ჩვენ ისეთმა სუსტმა ქვეყანამ, რომელსაც რუსეთი ჰქვია, არ უნდა შეგვაშინოს,"-განაცხადა ადამ კიზინგერმა.

დღის ამბები