29 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
ცვლილებები "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ადამიანის უფლებების არაპროპორციული შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს - DRI

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" შეფასებით, "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები ადამიანის უფლებების არაპროპორციული შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ჩნდება სამთავრობო სტრუქტურების მიერ უფლებამოსილებათა ბოროტად გამოყენების რისკი, განსაკუთრებით, არსებული არასათანადო კონტროლის პირობებში.

ორგანიზაციის წევრი თამარ ხიდაშელი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას ეძლევა შესაძლებლობა დღეს არსებული საკანონმდებლო რეგულაციებისგან განსხვავებულად მოაწესრიგოს ან სხვაგვარად შეზღუდოს ადამიანის უფლება.

"მთავრობას, ან კონკრეტულ სამინისტროს, ექნება შესაძლებლობა, რომ ჩვენი უფლებები საკუთრებასთან, მიმოსვლასთან, თავშეყრასთან დაკავშირებით სამთავრობო სტრუქტურამ დაარეგულიროს და არა კანონმდებლობამ, როგორც ეს დღეს არის მოწესრიგებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს საფრთხის შემცველია. ჩვენი მოწოდებაა, რომ საქართველოს პარლამენტმა ეს კანონპროექტი მსგავსი სახით არ უნდა მიიღოს,"-განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

დღის ამბები