29 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
22 მაისიდან ქვეყანაში კომენდანტის საათი უქმდება - რა შეზღუდვები რჩება ძალაში 

22 მაისს ქვეყანაში კომენდანტის საათი გაუქმდება, თუმცა ჯერჯერობით ძალაში რჩება შემდეგი შეზღუდვები:

ისევ იკრძალება მანქანაში 3 ადამიანზე მეტის ჩასხდომა

ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა

სასურსათო მაღაზიებმა, ბანკებმა, ოფისებმა მკაცრად უნდა დაიცვან დისტანციისა და უსაფრთხოების წესები

15 ივნისიდან აღდგება შიდა ტურიზმი

1 ივლისიდან ქვეყანა მზად იქნება უცხოელი ტურისტების მისაღებად-

გაიხსნება ყველა საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი -ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიის გარდა.

დღის ამბები