29 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
ლაშა ჩხარტიშვილი თვითდასაქმებულების დახმარების სქემის ცვლილებას მოითხოვს

ლაშა ჩხარტიშვილი თვითდასაქმებულების დახმარების სქემის ცვლილებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებას გეგმავს.

მოთხოვნის მიხედვით, ყველა ოჯახზე გასაცემი თანხა 1000 ლარიან კომპენსაციას, ან ყველა მოქალაქეზე საარსებო მინიმუმის ტოლფას ოდენობას გულისხმობს. მისი განცხადებით, ხელისუფლების მიერ შემუშავებული პაკეტი, მოქალაქეთა ნაწილისთვის დისკრიმინაციულია და ყველას საჭიროებებს არ ფარავს.

აღნიშნულის შესახებ ჩხარტიშვილმა თვითდასაქმებულების ერთ-ერთი მრავალშვილიანი ოჯახის მონახულებისას განაცხადა. აღნიშნული ოჯახის წევრი ამბობს, რომ ის დასაქმებული იყო, მუშაობდა მუშად, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ფიზიკურად არ მოეპოვება.

"ფიზიკურად ვერ ვამტკიცებ იმას, რომ ვიყავი დასაქმებული და დავრჩი უმუშევარი, ადამიანს ჭერს, რომ გაუთეთრებ ამაზე რა საბუთი უნდა მოგცეს,"- აღნიშნა მრავალშვილიანი ოჯახის წევრმა.

ლაშა ჩხარტიშვილმა მხარდაჭერის გამოსახატად, ოჯახს დახმარების სიმბოლური პაკეტი გადასცა.

"საარსებო მინიმუმის ტოლფასი დახმარება გაიცეს ყველაზე თანაბრად და თანასწორად, როგორც დასაქმებულზე, ასევე თვითდასაქმებულზესხვა შემთხვევაში ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა, ადამიანების დისკრიმინაცია სოციალური ნიშნით და თუ ეს არ შესრულდება, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ,"- აცხადებს საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი, ლაშა ჩხარტიშვილი.

დღის ამბები