29 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
უარვყოფთ ცრუ ცნობებს, რომელიც მისიის წინააღმდეგ არის მიმართული - EUMM დე-ფაქტო ცხინვალის მედიაში ლუგარის კვლევით ცენტრზე გამოქვეყნებულ დეზინფორმაციაზე

დე-ფაქტო ცხინვალის მედიაში, ლუგარის კვლევით ცენტრზე გამოქვეყნებულ დეზინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოეხმაურა.

"კატეგორიულად უარვყოფთ ცრუ ცნობებს, რომლებიც მისიის წინააღმდეგ მიმართული გამიზნული და უპასუხისმგებლო დეზინფორმაციის კიდევ ერთი მაგალითია. საუბარია, სასწრაფო დახმარების მანქანის გადაადგილებაზე, რომელიც მისიის განმარტებით, მკვეთრად ხილვადი იყო. საიდუმლო მოძრაობა არ ყოფილა. პატრული ჩატარდა გეგმის მიხედვით. არცერთ მოქალაქესთან არავითარი კონტაქტი არ შემდგარა. არანაირი ნიმუშების შეგროვება არ მომხდარა და ამის განზრახვაც არ არსებობს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის სადამკვირვებლო მისია, იგი ყოველდღიურად აწარმოებს დაკვირვებას, მათ შორის COVID პანდემიის დროს. ყველა მხარემ, მათ შორის სამხრეთ ოსეთის მონაწილეებმა, იციან ეს ფაქტები, რომლებიც მათ აუხსნეს ცხელი ხაზის მეშვეობით 26 და 27 აპრილს და ადრეც მრავალი წლის განმავლობაში. მაგალითად, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე ჯერ კიდევ 2014 წელს.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველდღიურად აკვირდება ვითარებას ადგილზე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ. ჩვენი მისია მუდმივად პატრულირებს მიმდინარე პანდემიის დროს. ჩვენი მიდგომა არის სრულად მიუკერძოებელი,"- აღნიშნულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში. 

დღის ამბები