29 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
საბერძნეთში დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრი, ცხრა ქართველი დააკავეს

საბერძნეთში დანაშაულებრივი ორგანიზაციის ცხრა 9 წევრი დააპატიმრეს, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან.

პოლიციის ინფორმაციით, გამოძიებულია ქურდობის 31 შემთხვევა. მანქანები, სამკაულები, ელექტრო ტექნიკა, ტყავის ნაწარმი. საერთო ჯამში უკანონოდ მოპოვებული ქონება 150,000 ევროს აღემატება.

პოლიციის ცნობით, კრიმინალური ჯგუფის ზოგიერთი წევრი, წარსულში ქვეყნის სხვადასხვა მაღაზიაში ქურდობისთვის იყო მსჯავრდებული.

ასევე, დააპატიმრეს კიდევ ერთი უცხოელი, რომელსაც ჩრდილოეთ საბერძნეთში ემიგრანტების უკანონო ტრეფიკინგს ედავებიან.

დღის ამბები