29 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
ხვალიდან ტრანსპორტი არ ამუშავდება - რა შეზღუდვები ნარჩუნდება საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ

იხსნება თუ არა შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით საგანგებო ვითარების დასრულებასთან ერთად - ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ამუშავდება.

"ტრანსპორტი არის საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი ასპექტი. მთავრობამ ეს კონკრეტული ღონისძიება არ დაუკავშირა გახსნის არცერთ ეტაპს, რადგან ეს დაკავშირებული იქნება ეპიდმდგომარეობასთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას.

ხვალიდან ტრანსპორტი არ ამუშავდება," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ნარჩუნდება ტრანსპორტთან დაკავშირებით სხვა შეზღუდვებიც, რაც სავარაუდოდ გულისხმობს ავტომობილში 3-ზე მეტი ადამიანის შეზღუდვის შენარჩუნებასაც.

დღის ამბები