ციკლონ "ამფანს" ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მოგლეჯილია ხეები, დანგრეულია სახლები და სანაპირო ჯებირები.
სტიქიის გამო ბანგლადეშიდან ორი მილიონ 400 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათ 12 000-მდე თავშესაფარში გადაანაწილებენ.