29 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
საქართველოში კომენდანტის საათი და საგანგებო მდგომარეობა არ გაგრძელდება

საქართველოში ე.წ. კომენდანტი და საგანგებო მდგომარეობა არ გაგრძელდება.

განცხადება ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შედეგ, მოქალაქეების პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მეტად იზრდება.  

"ჩვენ ყველას გვესმის, რომ ამ გლობალური პანდემიის შემდგომ, გამოწვევები სულ უფრო მძიმდება, თუმცა ამავდროულად ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალდებულებაა ქვეყანა ნელ-ნელა რაციონალურად, მარგამ ძალიან ფრთხილად ცხოვრების ნორმალურ წესს დაუბრუნდეს. სამწუხაროდ, დაზუსტებით ვერავინ ამბობს, პოსტკოვიდური მსოფლიო როგორი იქნება, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეების წინაშე.

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და აღარ გაგრძელდეს შესაბამისად კომენდანტის საათი. თუმცა, ვირუსი არსად წასულა და ყველა უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა ჩვენთან ერთად იქნება ის პერიოდი, რომელზეც დღეს დაზუსტებით მსოფლიოში ვერავინ ვერაფერს ამბობს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც მთავრობის, ასევე თითოეული მოქალაქის, კიდევ უფრო იზრდება და მოთხოვნა სოციალური დისტანციის, პირბადის და სხვა იმ მოთხოვნების, რომელსაც ჯანდაცვის სპეციალისტები გვიყენებენ, არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს მსოფლიოში უკვე ღიად საუბრობენ "კოვიდ-19"-ის ტალღის მეორე საფრთხეზე და ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი. მაშინ, როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესაბამისად, ჩვენ გარკვეული შეზღუდვები ქვეყანაში დაგვჭირდება. ეს შეზღუდვებია, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ ვირუსს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით იყო გამოცხადებული. 

დღის ამბები