29 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
ახალი ქონებრივი პრივილეგია მართლმადიდებელ ეკლესიას - თითოეული ტაძრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე ეკლესიის საკუთრება შეიძლება გახდეს

ახალი ქონებრივი პრივილეგია მართლმადიდებელი ეკლესიისათვის შესაძლოა, ტაძრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყის შესყიდვას შესაძლებლობა გახდეს. მესამე მოსმენით მხარდაჭერილ კანონპროექტს არასამთავრობოები მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება რელიგიური ინსტიტუტის მხარდაჭერის მოპოვებას ამ ფორმით ცდილობს. შედეგად კი საქართველოს სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ არსებული უთანასწორობა კიდევ უფრო ცხადი ხდება.

დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ კონფესიების წარმომადგენლებიც. საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონში ასეთი ჩანაწერის გაჩენა დისკრიმინაციული იქნება. ნაკაიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

მესამე სექტორის კრიტიკული პოზიცია დღეს განხილვის თემა იყო გარემოს დაცვის კომიტეტზე, სადაც ცვლილებებს ტყის კოდექსში მხარი დაუჭირეს. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ცვლილებების განხილვა არჩევნების კონტექსტში არასწორია, რადგან ეკლესიას ამ კოდექსით უფრო მეტი მოვალეობა ეკისრება, ვიდრე უფლება.

ოპოზიციურ პარტიებში, რომელთა წარმომადგენლებიც დღეს კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდნენ, ამბობენ, რომ ცვლილებები იმ მავნე პრაქტიკის გაგრძელებაა, რომელსაც ხელისუფლებები აქამდეც იყენებდნენ. ცვლილების შინაარსში ისინიც საარჩევნო კონტექსტს ხედავენ.

ოპოზიციისა და მესამე სექტორის საპასუხოდ გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ახალი ცვლილებებით მოთხოვნები ეკლესიის მიმართ უფრო გამკაცრდა, დაზუსტდა ტყის ფართობის მაქსიმუმი და გაიწერა მისი მოვლის მოთხოვნები.

საკითხზე დღეს საპატრიარქოში კომენტარი არ გაკეთებულა.

ამ დროისთვის უცნობია, როდის იგეგმება ტყის კოდექსის განხილვა პლენარულ სხდომაზე. თუ ცვლილებებს კანონმდებლები მხარს დაუჭერენ, მაშინ საპატრიარქოს საშუალება ექნება, ეკლესიის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე დაიკანონოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები